საშინელი ავარია ქუთაისში გარდაცვლილი დედა და 7 წლის ბავშვი

ShotoNews ახალი ამბები ემიგრანტებისთვის 3 years ago 50 seconds
115,222 views

50 Likes   46 Dislikes

Supported youtube embed functions and settings.

საშინელი ავარია ქუთაისში გარდაცვლილი დედა და 7 წლის ბავშვი - ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთ-ერთი სავარაუდოდ 7 წლის ბავშვია. შემთხვევა საღამოს მოხდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბალახვანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ბავშვი გარდაცვლილის 5 წლის დისშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა ის მართვით სუნთქვაზეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა , 29 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბალახვნის ხიდთან, მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და 7 წლის შვილი გარდაიცვალა ცნობილი გახდა გარდაცვილი დედის ვინაობა. ის სკოლა ,,პროგრესის“ ინგლისურის პედაგოგი ელენე კიკვიძეა, რომელიც შვილთნ ერთად ადგილზე დაიღუპა .დედა შვილთან ერთად მოძრობდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახათ. 'შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს...

Comments

Related Videos